ბორის ჯონსონი ტაკერ კარლსონზე: …ტირანთან ჟურნალისტის ასეთი მონური საქციელი მე არ მახსოვს

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბროსი ჯონსონმა ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს მოღალატე უწოდა ს პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს გამო. ამის შესახებ thehill.com იუწყება.

„ადამიანები მთელ მსოფლიოში უყურებენ ამ უაზრო ინტერვიუს ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ტაკერ კარლსონმა ჩაწერა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ იმ ცრუ იდეებს, რომ პუტინს რაღაცნაირად ში წარმატების მიღწევა შეუძლია. პირიქით, ის განწირულია წარუმატებლობაზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მან ტაკერ კარლსონი იმისთვის გააკრიტიკა, რომ ერთხელაც არ უკითხავს პუტინისთვის, თუ რატომ ესხმის თავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. ამის ნაცვლად ტაკერ კარლსონი „ხითხითებდა და უბედნიერესი იყო პუტინის პასუხის მოსმენისას“.

„მან პუტინს არცერთი მწვავე შეკითხვა არ დაუსვა. მან არ ჰკითხა პუტინს, თუ რატომ იყენებს ის მძიმე შეიარაღებას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, კლავს და ასახიჩრებს უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებს“, – ამბობს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, კარლსონი ისე იქცეოდა, თითქოს პუტინის ფანატი ყოფილიყო და მან პასუხად მიიღო „ნახევრად დაღეჭილი ვიკიპედიის და სრული სიცრუის პუტინისტური ნაზავი“.

ჯონსონი კარლსონს „შლანგს, შუამავალს, კანალიზაციას უწოდებს“, რომლის მეშვეობით პუტინი ამერიკაში თავისი გზავნილის გავრცელებას ცდილობს.

„მას შემდეგ, რაც ჯორჯ გელოუეი ბაღდადში სადამ ჰუსეინს ეახლა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, ტირანთან ჟურნალისტის ასეთი მონური საქციელი მე არ მახსოვს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა -ის მოსახლეობას, რომ პუტინთან ინტერვიუ სწორად შეაფასოს. მან ასევე კონგრესის წევრებს მიმართა და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ტაკერ კარლსონი, რომელიც ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-ზე წლების განმავლობაში მუშაობდა, გასულ წელს სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ კარლსონმა ინტერვიუების გავრცელება ინტერნეტში დაიწყო. ტაკერ კარლსონი დასავლეთის მედიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ სგან ინტერვიუ აიღო.

ტაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ბორის ჯონსონი რამდენჯერმე ახსენა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წელს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად მზად იყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯონსონი კიევში ჩავიდა და უკრაინას ომის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება