ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
ბოლო 24 საათში მტკვრიდან ჯამში 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - ინფორმაცია "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში "მთავარს" განუცხადეს, აქედან 2 ადამიანი მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრები არიან, რომლებიც მანქანასთან ერთად დღეს დილით ამოიყვანეს. კიდევ 2 ცხედარი ავტომობილის ძებნის დროს აღმოაჩინეს - ერთ-ერთი მათგანი 44 დღის წინ დაკარგული აითაჯ მამედოვაა, ხოლო კაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საგანგებოს ცნობით, ავტომობილის კიდევ ერთ მგზავრს ამ დრომდე ეძებენ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.