ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია… ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად“ – დანიგანი

,,ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია… ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად“ – დანიგანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რომელიც ბათუმში განახლებული ამერიკული კუთხის გახსნას დაესწრო, განაცხადა:
,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითი ფაქტორია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და არ არის უარყოფითი”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.