“ბოდიში” – როდის აღდგება იუსტიციის სახლის ფილიალების მუშაობა შეუფერხებლად?

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია. შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები სამუშაო დროს 23:00 საათამდე გაზრდიან.
“გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!” – წერია განცხადებაში. თუმცა, უწყება არ წერს, ვინ დაადგინა რომ სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად გაჩნდა ხარვეზი და არც იმას ამბობს, თუ ხარვეზი მართლაც სამინისტროსგან დამოუკიდებლად, გლობალური ტექნიკური მიზეზითაა, ვინ აღადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთავის გლობალურ ტექნიკურ ხარვეზს და როგორ იქნა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დრო.

ასევე დაგაინტერესებთ