“ბიჯო, თქვენ ხო არ გამო@ლევდით მანდ ?! რას აკეთებთ ?!” – რას წერს სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია, ს.პოლიტიკაში მესამე, ოფოციალურ დაბრუნებას ეხმაურება და წერს:
,,გლობალური ომის პარტიის” მიზანი საქართველოს ომში ჩათრევა იყო.
ამ მიზნის მისაღწევად ,,გლობალური ომის პარტიას” რატომღაც აუცილებლად სჭირდებოდა ივანიშვილის იძულება, ისევ შემოსულიყო პოლიტიკაში ოფიციალურად.
ივანიშვილი ამას ცოცხალი თავით არ თანხმდებოდა, ამიტომ, ამერიკელების დაკვეთით, ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა ფინანსები გაუყინა – სანამ ომში არ ჩაერთვები, ცენტსაც ვერ მიიღებო. რა ვქნა, ძმაო, მეც მაწვებიან ზემოდან და ვერ მოგცემ ამ ეტაპზე ფულსო.
რადგან ივანიშვილი მაინც არ თანხმდებოდა ,,მეორე ფრონტის” გახსნას და ფულზე არ გაყიდა სამშობლო, ,,გლობალური ომის პარტიამ” გადაწყვიტა, შიგნიდან აეჯანყებინა ხალხი და ხელისუფლება შეეცვალა, რომ ახალ მთავრობას ,,მეორე ფრონტი” გაეხსნა.
როცა არაფერმა გაჭრა, ,,გლობალური ომის პარტიამ” ინსტრუმენტად ევროკავშირის გამოყენება განიზრახა – გამოიგონა კანდიდატის სტატუსის თემა და ის ერთგვარ ხაფანგად დაუგო ივანიშვილს. ასე ჰაერში ჩამოვკიდებ სტატუსის საკითხს, მართალია, შენ დემოკრატიაც გაქვს და სანიმუშო ევროპელიც ხარო, მაგრამ მაინც არ მოგცემ ამ სტატუსს და გაბრაზებული ხალხი, ჩემი აგენტურული ოპოზიციური ქსელის ორგანიზებით, ძალაუფლებას ჩამოგაცილებსო.
კაროჩე, აქამდე ხო ყველაფერი ლოგიკურად მიდის თხრობაში ?
იდეალური @ლეობაა. ხინჯს ვერ უპოვი.
… და რა მოხდა შემდეგ ? რა შეიცვალა ?
ივანიშვილს შვეიცარიულმა ბანკმა თავისი მილიარდები თუ რაც იყო დაუბრუნა;
საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ ,,მეორე ფრონტი” არა და არ იხსნება;
ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ოღონდ თქვა, რომ ვაბშე სხვა პონტში დავბრუნდიო. ,,მეორე ფრონტი” არ დაუსახელებია მიზეზად.
,,გლობალური ომის პარტია”, ბიჯო, თქვენ ხო არ გამო@ლევდით მანდ ?! რას აკეთებთ ?!

რამდენია, ვინც ეს @ლეობები დაიჯერა.
რამდენია, ვინც თავი მოიკატუნა, რადგან იცის, რომ ყლეობის დაჯერება ხელს აძლევს.”

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ