ბექა ღვაჩლიანმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა ს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სამსახურის უფროსებთან მინისტრის რანგში, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა თანამშრომლებს, სამინისტროს სტრატეგიული ხედვები გააცნო.
„ყურადღება გაამახვილა ინოვაციურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, სტრუქტურებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებას და შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს, რაც სამინისტროს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი: არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობით არაფერი შეიცვლება, გავაგრძელებთ როგორც თბილისის, ასევე, რეგიონების გაძლიერებას და ხალხის ნდობით დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

კახა კალაძე – ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე – მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ლევან სანიკიძე – მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული – ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

ლევან ხაბეიშვილი – დიდი სიამოვნებით მივიდოდი „კომისიაზე“ და თავს მოვაჭამდი წულუკიანს, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, გიორგი გახარია გარიგდა ივანიშვილთან იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად იაროს – არ მინდა დავუშვა, რომ „ლელოც“ გარიგდება