ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა კობახიძე: ...რადგან ოქტომბერში დემოკრატია გაიმარჯვებს

"რა მოხდა ამ კვირაში:
- ევროინტეგრაცია ოფიციალურად შეჩერებულია;
- პირველად 2008 წლის შემდეგ, ნატოს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ყოველწლიურ დეკლარაციაში, რომ საქართველო მასში გაწევრიანდება;
- ქართულ ჯარს დახმარება გაუჩერა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა;
- კიევში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარი არ გამოუხატავს ხელისუფლების არც ერთ წევრს;
- ხელისუფლების მარიანოტთა მხრიდან დაფუძნდა ორგანიზაცია "ნეიტრალური საქართველო". ტელევიზორს, კომპიუტერს თუ უთოს რომ ჩართავ, ყველგან ამას აპიარებენ ხელისუფლების პროპაგანდისტული არხები;
- რუსეთის საგარეო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთს ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უნდა და ხელი არ ახლოთ ქართულ ოცნებასო;
- რუსეთში დაინიცირდა კანონი, რომლის მიხედვითაც, აგენტების კანონის მსგავსად, ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებს (ჩვეულებრივ ადამიანებს) ევალებათ სახელმწიფო რეგისტრაცია, რათა უნაირო რამის დაპოსტვა-დალაიქებისთვის მერე პასუხი მოსთხოვონ (ასეთი ბაზის შექმნას პაპუაშვილი დაგვპირდა საქართველოში).
ამის იქით რა არის მოსალოდნელი, თუ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მოახერხა და გაიფორმა გამარჯვება:
- შეგვიჩერდება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა;
- რუსულ კანონს დაამძიმებეენ და განავცრობენ ინდივიდებზე;
- მიიღებენ მედიის კანონს და მოაშთობენ კრიტიკულ მედიას;
- დახურავენ არაკონტროლირებად უნივერსიტეტებს, ხოლო კონტროლირებადი უნივერსიტეტებიდან "კონკურსების" შედეგად გამოაძევებენ არამორჩილ პროფესურას;
- კონსტიტუციიდან ამოიღებენ 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს;
- კონსტიტუციაში ჩადებენ "ნეიტრალიტეტს";
- დაიწყება ცენზურა, მათ შორის ფეისბუქშიც, და განსხვავებული მოსაზრებების ადამიანების დევნა (ამას ივანიშვილი ხმამაღლა დაგვპირდა);
- გაღრმავდება კორუფციული ჭაობი;
- ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ქვეყნის ყველაზე განათლებული და შემოქმედი ადამიანების მასა დატოვებს საქართველოს, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი.
ახლა მე ისტორიული წყარო დავწერე, ფაქტობრივად, რომელიც იმედია მომავალში არავის გამოადგება, რადგან ოქტომბერში დემოკრატია გაიმარჯვებს," - წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.