ბექა დავითულიანი – იმის ნაცვლად, ბატონი ჯანაშია სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, არის გარეთ და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.
ბექა დავითულიანის თქმით, „იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია ს ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ არის გარეთ, გვიყიჟინებს და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს“.
„ეს ძალიან მარტივი სცენარია-სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა, რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და რევოლუციის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, რაც მათ არ გამოუვათ და მათი შანსი ნულოვანია“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ინფორმაციისთვის, თეიმურაზ ჯანაშიას თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მიიღოს პოლიტიკურ, ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში მონაწილეობა“, – აღნიშნა ჯანაშიამ „მთავართან“ საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ