ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბესო ზანგური: ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე

"ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია და ყვე­ლა მოქ­მედ მსა­ხი­ობს ახა­სი­ა­თებს ასე­თი რამ - გული უჩ­ქარ­დე­ბა და წნე­ვა ეწე­ვა სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბის, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ და რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ხე­ლოვ­ნუ­რად გი­ჩე­რე­ბენ, შენს წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი ტალ­ღის გამო ში­ნა­გა­ნი ბრა­ზი ერ­თვის და წნე­ვა ისე­დაც გაქვს. რო­დე­საც შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ხე­დავ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერთ ად­გი­ლას დგა­ხარ, სხვა გზა არ გრჩე­ბა, უნდა იმოქ­მე­დო. მეც ავ­დე­ქი და მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, სა­ი­და­ნაც არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, "ფე­ის­ბუ­კჯ­გუფ­ში" და­წე­რი­ლი ჩემი პოს­ტის შემ­დეგ", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი, რო­მელ­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სულ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მოს­კო­ვუ­რი გეგ­მე­ბის გარ­და, ბესო ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­სა და რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ორი ათე­უ­ლი საქ­მი­ა­ნი წელი და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რო­ბა, ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებს, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობს, "ბო­როტ­მა ენებ­მა" რე­ჟი­სორს მას­ზე რა­ღა­ცე­ბი "უჩურ­ჩუ­ლეს"...

- ბესო, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც მოს­კო­ვი? თქვენც იცით, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პირ­და­პირ იწ­ვევს აგ­რე­სი­ას, რად­გან რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია. მზად ხართ ამ შე­მო­ტე­ვის­თვის?

- არც ამ­ცდა კრი­ტი­კა... ახლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა საფ­რან­გე­თი­და­ნაც მაქვს, მაგ­რამ რო­დე­საც მე და ჩემ­მა აგენ­ტმა როლი გან­ვი­ხი­ლეთ, არ მო­მე­წო­ნა. ერთი ცნო­ბი­ლი ფრან­გი რე­ჟი­სო­რი იღებს ფილ­მს და მე ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის გან­სა­ხი­ე­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რო­მე­ლიც აფე­რის­ტია - იქ სა­ვაჭ­როდ ჩა­აქვს ჩურ­ჩხე­ლა, ღვი­ნო და ვი­ღა­ცე­ბი უნდა გა­და­აგ­დოს... რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, დავ­ფიქ­რდი, სად გვჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ურ­თი­ერ­თო­ბის დათ­ბო­ბა, მე რაში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვად­გე ჩემს ქვე­ყა­ნას - ისევ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და სად არ უნდა მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა ხალ­ხის აზრს. გავ­თი­შე სა­კუ­თარ თავ­ში ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი წარ­სუ­ლი, ჩემი ამ­ბი­ცი­ე­ბი, და წა­ვე­დი. მე ისევ ჩემი პრო­ფე­სი­ით ვეც­დე­ბი ფეხ­ზე ავა­ყე­ნო ადა­მი­ა­ნი და ტაში და­ვაკ­ვრე­ვი­ნო, რო­გორც ეს ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და.

მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან დიდი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რაა და მას ბა­ტო­ნი და­ვით ცე­ცხლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი კე­თი­ლი ნე­ბით, ენ­თუ­ზი­აზ­მით აკე­თებს და არა ვი­ღა­ცის და­ფი­ნან­სე­ბით. იქ უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხვდნენ, რო­მელ­თაც სა­ხე­ზე ეწე­რათ, ჩვენ გვიყ­ვარს და გვე­ნატ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იქი­დან ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ოღონდ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასა­ხე­ლოს. მე ჩა­ვი­ტა­ნე ჩემი მი­ზა­ნი, ჩემი სი­ტყვა. თა­ვი­დან გა­და­ღე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი - ალექ­სან­დრე ინ­შა­კო­ვი, რო­მელ­მაც "ბრი­გა­და" გა­და­ი­ღო, ახლა სხვა სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ობს, სა­დაც მთა­ვარ როლს კვლავ სერ­გეი ბეზ­რუ­კო­ვი შე­ას­რუ­ლებს, მე კი მი­მიწ­ვი­ეს იტა­ლი­ე­ლი პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­სა­ხი­ე­რებ­ლად... იქ რომ ჩა­ვალ, სულ გა­და­ღე­ბე­ბი ხომ არ იქ­ნე­ბა, მე კი უქ­მად ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ასე­თი აზრი მო­მი­ვი­და - თბი­ლის­ში ხომ გვაქვს გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რი, რუ­სეთ­ში კი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი არ არის და შევ­თა­ვა­ზე, გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. ეტა­პობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და­ვი­წყეთ და გავ­ხსე­ნით სტუ­დია "არ და­ი­დარ­დო". გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.