ბერბოკი პაპის სიტყვებზე: გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა, ვერ ვიგებ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, მან ს განცხადების შინაარსი ვერ გაიგო. ამის შესახებ ბერბოკმა Tagesschau-სთან ისაუბრა.
“გულწრფელად მაინტერესებს რაზე ფიქრობდა. ვერ ვიგებ. უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ”. – ამბობს ბერბოკი.
ამავდროულად, ბერბოკმა აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა და უკრაინელი ხალხის გვერდით დადგეს, ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ ხალხმა თავის დაცვა შეძლოს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მინიმალური შანსიც რომ არსებობდეს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზაობაზე, მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის.
“თუმცა, სამწუხაროდ, ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ”. – თქვა ბერბოკმა.
პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც თეთრი დროშის აწევის გამბედაობა ეყოფა.
პაპს ჟურნალისტმა უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აწევის შესაძლებლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რასაც კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლმა ასე უპასუხა:
“ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის გამბედაობა ეყოფა. სიტყვა “მოლაპარაკება” უმამაცესი სიტყვაა. როდესაც ხედავ რომ მარცხდები და კარგად არ მიდის ყველაფერი, უნდა გქონდეს მოლაპარაკების სიმამაცე”. – თქვა პაპმა.