ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კურენკოვმა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სამთავრობო კომისიის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„გთავაზობთ, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ საგანგებო მდგომარეობას ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობის სტატუსი მივანიჭოთ და რეაგირების ფედერალური დონე დავაწესოთ“, – განაცხადა ალექსანდრე კურენკოვმა.
მისივე თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია.
ცნობისთვის, გუშინ, ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით