ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.
საქმე ეხება ხუთ ევროპარლამენტარს, რომლებიც, სავარაუდოდ, კომპანია Huawei-თან კავშირში, ფულის გათეთრებისა და კორუფციის საქმის გამოძიებაში ფიგურირებენ.
აღნიშნული ევროპარლამენტარებიდან სამი – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრია, ერთი სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ჯგუფის, ერთი კი – Renew Europe-დანაა.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ბრალდებული ევროპარლამენტარის ვინაობა. ესენი არიან: იტალიელი სალვატორე დე მეო (EPP), მალტელი დანიელ ატარდი (S&D) და ბულგარელი ნიკოლა მინჩევი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს