ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს შეიფარებს..." - სოცქსელში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ, ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ.

UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.

უამრავ ქართველს აქვს თამაშზე დასწრების სურვილი, ეძებენ ბილეთებს, დასარჩენ ადგილებს და ა.შ. სპეციალურად ამ დღისთვის, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფიც, - ევრო 2024/სად დავრჩეთ.

ჯგუფში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოდან ჩასულ თანამოქალაქეებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ.

„ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს დაეხმარება და შეიფარებს. ამ ჯგუფში მოხდება კომუნიკაცია“,- ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.