ბათუმის “დინამომ” და “კოლხეთმა” გაიმარჯვეს – “დილამ” “სამტრედიას” ვერ მოუგო [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურში სამი მატჩი გაიმართა.
ლიდერი „დილა“ გასვლაზე უგოლო ფრეს დასჯერდა აუტსაიდერ „სამტრედიასთან“, რითაც ვერ ისარგებლა მეორეადგილოსანმა „იბერია 1999“, -მა, რომელიც „კოლხეთთან“ 0:2 დამარცხდა. ს „დინამომ“ კი სტუმრად თბილისის „დინამოს“ 2:1 სძლია. ბათუმელები მესამე პოზიციაზე არიან, ხოლო დედაქალაქელები ჯერჯერობით – მეექვსეზე.
დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 გორდეზინი (39), 1:1 ღუდუშაური (46), 1:2 მარა (53)
გაძევება: მაისურაძე (90+4, დინამო თბ)
იბერია 1999 – კოლხეთი 0:2
გოლები: 0:1 მელქაძე (18), 0:2 მელქაძე (23, პენ)
სამტრედია – დილა 0:0
24 მაისს დარჩენილი ორი შეხვედრა ჩატარდება:
ტორპედო – გაგრა
თელავი – სამგურალი