გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.