ბაიდენმა უკრაინისთვის 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, -ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, სა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ, სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პალატამ ის შაბათს დაამტკიცა.
პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი ზეა გათვლილი. გადაწყვეტილება ძალაში სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შედის.
პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!