ბაიდენი: ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს დაღუპვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი ს პრეზიდენტი, ა.
“რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა მომხდარზე, როგორც ბევრი ადამიანი მსოფლიოში, არ ვარ გაკვირვებული, მაგრამ ვარ განრისხებული ამ უკანასკნელი განვითარების თვალსაზრისით ალექსეი ნავალნის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც მამაცურად ებრძოდა კორუფციას და ყველა იმ ქმედებას, რასაც პუტინის რეჟიმი ახორციელებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა, მსჯავრი დასდო სხვადასხვა დანაშაულებისთვის, ჰყავდა იზოლაციაში, ციხეშიც კი ნავალნი ფარდას ხდიდა პუტინის ტყუილებს, ციხეშიც კი სიმართლისთვის იბრძოდა, რაც მე მაოცებს.
მას შეეძლო მშვიდად ეცხოვრა სხვა ქვეყანაში 2020 წლამდე, მაგრამ ის დაბრუნდა რუსეთში, იცოდა, რომ შეიძლება იყო ციხეში აღმოჩენილიყო, მაგრამ აგრძელებდა სამუშაოს, იმიტომ რომ სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის და რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ისტორიას მოგვყვება ამ ვერსიასთან დაკავშირებით, მაგრამ არ დაუშვათ შეცდომა: პუტინია პასუხისმგებელი მისი სიკვდილის გამო. რაც მოუვიდა ნავალნის, ეს არის პუტინის მხეცობის კიდევ ერთი დადასტურება .არც ერთი რუსეთის მოქალაქე არ არის დაცული არც სახლში, არც მსოფლიოში. ის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც დასდევს მოქალაქეებს”, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა შესაფერისი დროა ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
BBC წერს, რომ 2021 წლის ზაფხულში ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს მოუყვა: “მე მკაფიოდ გავაგებინე მას (პუტინს), რომ ჩემი აზრით, შედეგები იქნება დამანგრეველი რუსეთისთვის”. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპებოდა.
ჟურნალისტებმა დღევანდელ ბრიფინგზე ბაიდენს 2021 წლის ეს განცხადება შეახსენეს. მან თქვა, რომ ეს 3 წლის წინ ითქვა და მას შემდეგ, პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები, სანქციების სახით მის მიერ წამოწყებული ომის გამო.
ბაიდენს ჰკითხეს, იქნება თუ არა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაზეც მან უპასუხა: “ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას”.