Anonymous კობახიძეს: თუ განაგრძობთ მომიტინგეებზე თავდასხმებს, უფრო ფართო კიბერშეტევებით გიპასუხებთ

ამ პერიოდის მანძილზე, Anonymous-მა კიბერშეტევები განახორციელა საქართველოს ხელისუფლების 30-ზე მეტ ვებსაიტზე, მათგან უმეტესობა ახლა გათიშულია. ეს არის პასუხი პოლიციის მიერ თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამასთან ერთად, მიზანში ამოვიღეთ მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომლებსაც პროპაგანდის გავრცელებისთვის იყენებენ. ასევე, კრემლის მარიონეტმა მთავრობამ საქართველოში რუსული “უცხო აგენტების” კანონი შემოიღო, რომლის მიზანიც დისიდენტი და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებთან ბრძოლაა.
ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში და გვსურს ს გავლენისგან თავისუფალი საქართველოს ხილვა და უფრო ნათელი მომავლისკენ მათი სწრაფვის მხარდაჭერა
მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ს: თუ თქვენი მთავრობა განაგრძნობთ იმავე სტანდარტით პოლიციის მიერ მომიტინგეებბზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ სამთავრობო ვებსაიტებზე კიდევ უფრო მძლავრი კიბერშეტევებით გიპასუხებთ.