შოლცი უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერის, ს თქმით, ს გაყინული აქტივების შემოსავლების დაახლოებით 90% უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას უნდა მოხმარდეს. შოლცი მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ აქამდე წამოყენებულ შეთავაზებას, რომ ს თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გაყინული რუსული აქტივები გამოეყენებინათ.
“მნიშვნელოვანია ასევე შევთანხმდეთ, რომ ამ ფულის გამოყენება შესაძლებელი იქნება შეიარაღების შესასყიდად არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში.” – თქვა ჟურნალისტებთან ოლაფ შოლცმა რიგაში, ბალტიის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული ვიზიტის შემდეგ.
შოლცის თქმით, გერმანია და ბალტიის ქვეყნები აპირებენ ევროპაში შეიარაღების წარმოების მზარდ გააქტიურებას. მისივე თქმით, უკვე გაიზარდა საბრძოლო მასალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება.
მარტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოსეფ ბორელმა წამოაყენა ინიციატივა, რომ რუსული გაყინული აქტივების შემოსავლების 90% გადაერიცხათ ევროკავშირის მიერ მართულ ფონდში უკრაინის შეიარაღების დასაფინანსებლად.
რუსული აქტივების თითქმის 70% დასავლურ ქვეყნებშია გაყინული. აქტივები გაყინულია ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში და მათი ღირებულება 190 მილიარდ ევროს უტოლდება.