ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც შეჯახების შემდეგ ამობრუნდა, ორი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა