ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმში ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ – “ბათუმელები”

შპს “რივიერამ” ბათუმის მერიას ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ არსებული სკვერის კონცეფცია წარუდგინა. საკითხი სხდომაზე ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი წანაწყენიშვილმა გაიტანა. მისი ინფორმაციით, ე.წ. ჭაჭის კოშკს დაანგრევენ. ამის შესახებ “ბათუმელები” წერს.
“ჭაჭის თაუერის” 2012 წელს აშენდა და მშენებლობაში ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან თავის დროზე 810 055 ლარი დაიხარჯა.
საკრებულოს 2024 წლის 9 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, სკვერის კონცეფცია მოიცავს ე.წ. “ბურუნ-თაბიეს” ტერიტორიას, რომელიც ერთი მხრიდან ნავსადგომსა და გოგებაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული, ხოლო მეორე მხრიდან – ბულვარსა და ე.წ. “ჭაჭის კოშკის” სკვერს შორის.
დადგენილების მიხედვით, „დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს ამორტიზებული და უსახური ჭაჭის შადრევნებიანი კოშკის დემონტაჟს.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.