არქივი18 მარტი, 2024, 09:14
ბათუმში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია
ბათუმში, კერძო სკოლა “პროგრესში” სასწავლო პროცესი შეჩერებულია. არასებული ინფორმაციით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა.
სასწავლო დაწესებულებაში “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურეს, რომ შენობიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
შენობაში კინოლოგები მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.