არქივი29 მაისი, 2025, 18:24
“ბათუმის მერიამ 70 000 ლარი დახარჯა ერთი ვახშმისათვის – იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ბავშვები ჯართს აგროვებენ…” – გიორგი გურული

“ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის მერიამ ერთი ვახშმისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა.
“ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დახარჯა ერთი ვახშმისათვის — იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ბავშვები ჯართს აგროვებენ, რათა ლუკმაპური იშოვონ; იმ ქალაქის მერიამ, რომელშიც ისე ვერ გაივლი 100 მეტრს, შეჭირვებული ადამიანი რომ არ შეგხვდეს, რომელიც მოწყალებას ითხოვს; იმ ქალაქის მერიამ, სადაც უამრავი კორპუსი დანგრევის პირასაა. სირცხვილია!!!” – წერს გიორგი გურული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.