ბადრა გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერად“ ვლადიმერ დელბა დანიშნა

ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა ვლადიმერ დელბა, ყოფილი მაღალჩინოსანი.
ვლადიმერ დელბა აქამდე ორჯერ ასრულებდა „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობას:
· პირველად 2014 წელს, – მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი პოსტიდან გადადგა; ის მანამდე „ფინანსთა მინისტრის“ პოსტს იკავებდა;
· მეორედ 2021 წელს, მან კვლავ ალექსანდრ ანქვაბი ჩაანაცვლა დროებით მას შემდეგ, რაც ანქვაბი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობისას“ დელბა კვლავ „ფინანსთა მინისტრის“ პოსტს იკავებდა.
2024 წლამდე „პრემიერ-მინისტრი“ ანქვაბი იყო, ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობიდან“ გადადგომის შემდეგ კი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა გახდა.
„საპრეზიდენტო ს“ მეორე ტურში ბადრა გუნბას გამარჯვების შემდეგ, ბგანბა გადადგა.
2025 წლის 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე მან სოხუმის სანაპიროზე უმასპინძლა ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.
წინა დღეს, ასევე ბადრა გუნბასთან ერთად მან მოინახულა აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზა და იქ მშენებარე სკოლა სპორტულ კომპლექსთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება