“აჰა, იარეთ დღეიდან მანქანებით რუსთაველზე” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

-მ ამ წუთებში გადაკეტილი რუსთაველი გახსნა.
აქციის მონაწილეები სწორად მოიქცნენ, რომ მოწოდებას დაემორჩილნენ და არ დააჭერინეს თავი,
მაგრამ მე იმ ხალხის მიკვირს, ყოველ საღამოს ჯიუტად რომ მოდიან მანქანებით რუსთავეელზე გასავლელად. მთელმა საქართველომ იცის, რომ საღამოს გზა იკეტება, მაგრამ მაინც რუსთაველით მოდიან. წინა დღეებში, გადაკეტილი როცა იყო, მაშინაც ასე იყო. ასობით მანქნა იდგა, ხოლმე მერიოტთან საცობში, თითქოს სხვა გზა არ არსებობდეს.
აჰა, იარეთ დღეიდან მანქანებით რუსთაველზე.
დანარჩენები კიდევ იჯექით სიხალში და სავარძლებიდან უგულშემატკივრეთ პროტესტს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, –მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა გაეხსნათ რუსთაველის გზის სავალი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ იმ ჩასწორებით იმუქრებოდა, რომლის მიხედვითაც, “გეკას” უწყებას, აქციის მონაწილეების პირველ ჯერ ადმინისტრაციული წესით დაჭერის და მეორე ჯერზე კი სისხლის სამართლებრივი დევნისკენ გზა გაუხსნა “ქართულმა ოცნებამ”. მალევე რუსთაველზე პოლიციის მანქანები გამოჩნდნენ იგივე მოწოდებებით და გზა გაიხსნა,

ასევე დაგაინტერესებთ

საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება