ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აჯობებს საკუთარი თავის დახმარების სააგენტოდ გადააკეთონ - ზახაროვა USAID-ზე

აჯობებს საკუთარი თავის დახმარების სააგენტოდ გადააკეთონ - ზახაროვა USAID-ზე

"თუ დააპირებენ (USAID-ის) შეკეთებას, აჯობებს საკუთარი თავის დახმარების სააგენტოდ გადააკეთონ," - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა.
მისი მტკიცებით, სწორი იქნება, წინა ამერიკული ადმინისტრაციული კორუფციული სქემების გამოძიება.
"მის ფუნქციები იქნება აშშ-ს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის განახლება, ბუნებრივი გენდერის დაბრუნებისთვის ხელშეწყობა, წინა ამერიკული ადმინისტრაციული კორუფციული სქემების გამოძიება," - თქვა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაევალა, ყველა პროექტი შეაჩეროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოური დახმარების პროგრამების აუდიტის მიზნით, 90 დღით შეჩერების ბრძანება გასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.