არქივი14 მაისი, 2024, 14:39
“ახლა “იმენა” ვამაყობ რომ მავანმა ჯენზიკებმა თურმე იციან ვინ ვარ, მთებს გადავდგამ ბიჭოო” – ლუკა ბაქანიძე
წეღან არსენამდე ჩავხოხდი ყავარჯნის და მეგობრის დახმარებით და ვხედავ დროშამოხვეული ჯენზიკები სხედან ტროტუარზე და შოკოლადებს ჭამენ, ისვენებენ აქეთ ალბათ. მივედი და მეთქი ბოდიში, ხალხო, სულ მანდ ვარ და ახლა ხო ხედავთ სახე მაქვს გამძვრალი, ცოტა ხანი ვერ გიერთდებით, და ერთი ჯენზიკი მეუბნება – ვიცით, ლუკრეციო, ვიცით, მალე მორჩიო აბა. ასე ძალიან დიდი ხანია არაფერი გამხარებია. მაგრად მკიდია ჩემი მწერლობა, იციან ეს ახლო ხალხმა, არც ის მიხარია დიდად ვინმე რომ ქუჩაში მცნობს, მაგრამ ახლა იმენა ვამაყობ რომ მავანმა ჯენზიკებმა თურმე იციან ვინ ვარ. მთებს გადავდგამ ბიჭოო
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.