აშშ-მა 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო უკრაინისთვის – პირველად ბოლო თვეებში

ეს არის ამ ტიპის პირველი პაკეტი ბოლო თვეებში, როცა ომით დაზარებული ქვეყნისთვის მასშტაბური დახმარების პროექტი კვლავ გაჩერებულია -ის კონგრესში.
თეთრი სახლი ცდილობს მოძებნოს საშუალებები, რომ ს დიდი სამხედრო დახმარება გაუწიოს მას მერე, რაც დეკემბერში ამოიწურა კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარება. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 12 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაფინანსებას უზრუნველყოფს პენტაგონი, რომელმაც ფული დაზოგა კონტრაქტებზე. პენტაგონის დაახლოებით 840 მილიარდი დოლარიან ბიუჯეტში 300 მილიონი დოლარი დამრგვალების ცდომილების შედეგადაა მიღებული.
სალივანმა თქვა, რომ თანხები გამოყენებული იქნება უკრაინაში საარტილერიო ჭურვების და მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) საბრძოლო მასალების მისაწოდებლად. მისი თქმით, ეს დახმარება მხოლოდ რამდენიმე კვირა იქნება საკმარისი.
რუსეთმა გააძლიერა ფრონტზე იერიშები წელს მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები განიცდიან შეიარაღების დეფიციტს. ამ დრომდე, შეერთებული შტატები – უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში – ვერ ამტკიცებს სთვის ახალი იარაღის მიწოდებას კონგრესში არსებული ჩიხის გამო. კონგრესმენები რესპუბლიკური პარტიიდან წარმომადგენელთა პალატაში არ ამტკიცებენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული, რაც უმეტესად სამხედრო ხარჯებს უნდა მოხმარდეს.
აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა გუშინ კონგრესს განუცხადეს, რომ თუ შეერთებული შტატები უკრაინას დახმარებას მალე არ გაუგზავნის, მის ძალებს გაუჭირდებათ ს წინსვლის შეჩერება.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს