ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს ბუს ინვაზიური სახეობის ნახევარ მილიონი ერთეულის დახოცვას

აშშ-ში გეგმავენ ბუს ინვაზიური სახეობის - ჭრელი ბუს, თითქმის ნახევარი მილიონი ერთეულის განადგურებას.
ამ სახეობის გავრცელება ადამიანის ჩარევის გამო მოხდა ქვეყნის ჩრდილოდასავლეთ რეგიონებში. თევზის რესურსების და ველური ბუნების დაცვის სამსახურმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმად, 450 ათასი ერთეული უნდა განადგურდეს.
დოკუმენტის პროექტით, ბუების დახოცვას შეეძლებათ ლიცენზიის მქონე მონადირეებს 30 წლის განმავალობაში.
მოელიან, რომ გეგმა დამტკიცდება წლის ბოლოსთვის.
გადაწყვეტილება ბუს ამ სახეობის დახოცვის თაობაზე ეფუძნება სხვა ორი სახეობის, ჩრდილოეთის ლაქებიანი და კალიფორნიული ლაქებიანი ბუების დაცვის საჭიროებას.
ისინი ზომით უფრო პატარა არიან ინვაზიურ ბუზე და მარცხდებიან მასთან საკვებისა და ტერიტორიისთვის ბრძოლაში.
ორივე სახეობის რაოდენობა მცირდება. მოხელეების თანახმად, ინვაზიური სახეობის გავრცელებაში ადამიანია დამნაშავე.
ამასთან, იმ სახეობის რაოდენობის შემცირება, რომლის დაცვაც ახლა გადაწყვიტეს, გამოიწვია ტყეების მასიურმა ჩეხამ ათწლეულების განმავალობაში, წერენ ამერიკელი მკვლევრები.
ბუნების დამცველმა 75-ზე მეტმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა და წინააღმდეგი არიან ჭრელი ბუების დახოცვისა. ისინი ფიქრობენ, რომ მონადირეებმა შეცდომით შეიძლება დახოცონ ბუების სხვა სახეობები და სხვა ცხოველები. ისინი ითხოვენ, რომ მოიძებნოს პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.