აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რესპუბლიკელი დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. მის გარიცხვას მხარი 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ 114 წავიდა.
სანტოსს 2023 წლის მაისში ბრალი წარუდგინეს თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში. მას ადანაშაულებენ წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც. თუმცა, ის თავს უდანაშაულოდ გრძნობს.
“[კონგრესმენი] ცდილობდა თაღლითურად გამოეყენებინა თავისი პალატის კანდიდატურის ყველა ასპექტი საკუთარი თავისთვის. პირადი ფინანსური მოგებისთვის,” – ნათქვამია პალატის ეთიკის კომიტეტის ანგარიშში.
ცნობისთვის, ნიუ-იორკელი დეპუტატი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს. 34 წლის ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური ს შედეგად აირჩიეს. კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ედავებოდნენ. ასევე, კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში.
პროკურატურის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა. სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე “შეალამაზა,” თუმცა თანხების მითვისებასა და სხვა დანაშაულებს უარყოფდა.