აშშ-ის უშიშროების საბჭოს სპიკერი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებაზე – მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ

მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ, – ამის შესახებ -ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა.
„შეთანხმება მიღწეულია, მხარეები საბოლოო დეტალებზე მუშაობენ, განსაკუთრებით შეთანხმების ამოქმედების პირველი დღისთვის. ჩვენი აზრით, როდესაც მძევლები სახლებში დაბრუნებას დაიწყებენ, იქ შემთხვევითობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ჩვენს მიზანს მათი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ყველაფერი წინ მიიწევს და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება ძალაში პარასკევს დილიდან შევა“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, სა და „ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს დილის 10 საათზე შევიდოდა, მაგრამ ისრაელმა დღის ბოლოს განაცხადა, რომ მისი ამოქმედება პარასკევამდე არ მოხდებოდა.