აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც Tik-Tok-ს აკრძალავს – CNN

-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ამის შესახებ CNN წერს.
თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი მოაწერს ხელს, Tik-Tok-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად 9-თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება.
კანონპროექტის მიხედვით, ჯო ბაიდენს აქვს უფლება, ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივოს, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.
Tik-Tok-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-ის მთავრობას უჩივლებენ, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.