აშშ არ ესწრაფვის ირანთან ომს და შემდგომ ესკალაციას რეგიონში – თეთრი სახლი

შეერთებული შტატები გააგრძელებს ს დახმარებას საფრთხეებისგან თავის დასაცავად, მაგრამ არ ესწრაფვის ირანთან ომს ან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციას.
ამის შესახებ კვირას განაცხადა -ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა მ, შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა ვაშინგტონი მხარს ირანზე ისრაელის შესაძლო დარტყმას ისრაელზე იმ უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელიც ირანმა 14 აპრილის ღამეს განახორციელა ასობით კამიკაძე დრონისა და რაკეტის გამოყენებით.
მანამდე ამერიკულმა მედიამ, თეთრი სახლის ანონიმ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან საუბარში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ რაიმე შეტევით ოპერაციებში. ამავე დროს, ბაიდენმა დაარწმუნა ნეთანიაჰუ, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მზად არის დაიცვას ისრაელი.
წუხელ აშშ-ი მონაწილეობდა ისრაელზე თავდასხმის მოგერიებაში, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის არმიასთან ერთად განადგურდა ირანიდან გაშვებული კამიკაძე დრონებისა და რაკეტების 99%-ი. ამასთან მათი უმრავლესობა ისრაელის საზღვრებს გარეთ.
ირანი იმუქრება, რომ მზადაა დაარტყას აშშ-ის სამხედრო ბაზებს, თუკი ისრაელი თავდასხმით უპასუხებს მის საჰაერო სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რომლის დროსაც ირანმა 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა ისრაელის საწინააღმდეგოდ.

“ჩვენი პასუხი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამღამინდელი სამხედრო მოქმედება, თუ ისრაელი ირანს პასუხს გასცემს.” – თქვა ირანელმა გენერალმა მუჰამედ ბაღერიმ ირანულ სამთავრობო ტელევიზიაში ისრაელზე თავდასხმის პარალელურად. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანმა შეერთებული შტატები უკვე გააფრთხილა რომ ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში მიზანში ამერიკულ ბაზებს ამოიღებენ.
გენერალ ბაღერის გარდა, თავდასხმაზე პასუხით იმუქრება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამიც.
აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილია დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების შეკრებაც, იმისათვის რომ შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ ისრაელზე თავდასხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ორივე ბრალდებულმა 13 წლის გოგონას დედამ და ბიძამ აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩაიდინეს დანაშაულები – ბიძა წარსულში ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი და სასამართლომ ეს გარემოებაც გაიზიარა

თინა ბოკუჩავა – ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ – იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს

თამარ კორძაია ოხანაშვილს – თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია “სპუტნიკზე“ არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ