აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს – მომიტინგეები სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”

მთავრობის ადმინისტრაციის შენობას მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, კვერცხები ესროლეს.
ისინი სკანდირებენ “საქართველო” , “რუსებო”, “მონებო”.
გარდა ამისა, წარმოდგენილი აქვთ საპროტესტო შინაარსის ბანერები.
ცოტა ხნის წინ კი, მათ აქციაზე “ქართული ოცნების” დროშებიც დაწვეს. აქციის მონაწილეები ძირითადად განლაგებულები არიან ინგოროყვას ქუჩაზე, შესაბამისად, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
მთავრობის ადმინისტრაციის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.