აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.
რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს.
“გირჩი- მეტი თავისუფლების” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო-კადრებიდანაც ჩანს, რომ დაშავდა პარტიის წევრი, . მათი ინფორმაციით, კობერიძეს რეზინის ტყვია მუცლისა და ხელის არეში მოხვდა.
დაშავებულებს ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები სამედიცინო დახმარებას უწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ