აქციაზე დაშავებული პირველი არხის ფოტოგრაფი – როცა წინა ხაზზე მუშაობ, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას, ეს უკვე გულდასაწყვეტია – ამაზე თვალის დახუჭვა სწორად არ მიმაჩნია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა აქციაზე სამი დღის წინ მოხდა. ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
„როდესაც წინა ხაზზე გიწევს მუშაობა, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას, ეს უკვე გულდასაწყვეტია და ზოგ შემთხვევაში იმ ჭრილობაზე უფრო მტკივნეული, რაც ფიზიკურად განიცადე იმ წუთას. არ გაჟღერდა არსად, რადგან არ არსებობს ვიდეოკადრი, თუმცა ფაქტი ფაქტია და ამაზე თვალის დახუჭვა არ მიმაჩნია სწორი.
პ.ს ეს ფაქტი მოხდა სამი დღის წინ, კარგად ვარ, არ გავჩერებულვარ, ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს მირიან მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის