აქუბარდია: არავის ექნება ეჭვი, რომ მის სიკვდილში პუტინის ხელი არ იყო

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, არავის შეეპარება ეჭვი, რომ პოლიტიკოს ს სიკვდილში პუტინის ხელი არ ურევია.
“ნავალნის მიმართ საპატიმროში მოპყრობა ყველამ ვიცით, როგორი იყო და ამ მოცემულობაში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში არის უკონკურენტო იმ სისტემიდან გამომდინარე, რომელიც მან შექმნა – არც კი დაუშვა ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი – რა თქმა უნდა, არავის ექნება ეჭვი, რომ ის თავისი სიკვდილით გარდაიცვალა და მასში პუტინის ხელი არ იყო”, – განაცხადა აქუბარდიამ.