აქტივისტ სერგეი ყანჩელს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი სერგეი ყანჩელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ყანჩელს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.