აქტივისტების პროტესტი ქუთაისში – “გეგმა ხარ შენ”

“გეგმა ხარ შენ” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოტალურად გაყალბდა, რის გამოც თბილისის მსგავსად, პროტესტის კერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც უნდა იყოს.

“აუცილებელია, გავაპროტესტოთ ის, როგორც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, ამიტომ, საქართველოს დიდ ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს უკვე რამდენიმე დღეა, ვაპროტესტებთ”, – ამბობენ ისინი.

მათივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში თბილისში დაგეგმილ აქციასაც შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა