აფხაზეთში ბავშვთა უფლებების დამცველი ელექტროენერგიის გრაფიკის გამო შეშფოთებას გამოხატავს

ბავშვთა უფლებადამცველი და ბავშვთა უფლებათა კომისიის საზოგადოებრივი საბჭოს აპარატი დე-ფაქტო აფხაზეთში, გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას 6 თებერვლიდან, სკოლის საათების პარალელურად, ელექტროენერგიის გათიშვის ახალი გრაფიკის გამო.
“ეს გააუარესებს სკოლებში ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და გამოიწვევს მოსწავლეებში ავადობის მატებას იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები ძირითადად კონდიციონერებითა და ელექტროგამათბობლებით თბება. ეს მდგომარეობა, რომელიც მეორდება წლიდან წლამდე, ძირითადად ზამთარში, მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, 2024 წელი არ არის გამონაკლისი” – აღნიშნულია ბავშვთა უფლებადამცველის მაკტინა ჯინჯოლიას და ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებრივი საბჭოს განცხადებაში.
“ჩერნომორენერგომ” გამოაქვეყნა ახალი გრაფიკი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში. ახალი შეზღუდვით, ამ ეტაპზე დენი 6-დან 8 თებერვლის ჩათვლით, დღეში 4 საათით გაითიშება.
აფხაზეთში, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ენეგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულად მცირდება, ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკთან დაკავშირებული შეზღუდვები წესდება. აფხაზური მხარის თანახმად, დანაკლისის შევსება რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტით ხდება, რაშიც აფხაზური მხარე ფულს იხდის. ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთს ელექტროენერიგიისთვის რუსეთის წინაშე საკმაოდ სოლიდური ფინანსური დავალიანება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე – პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – თუ პირველივე განცხადებით თავს დაესხმება გუნდს, არ მგონია, ეს ის პოზიცია, რაც შორსმჭვრეტელობას ასახავს

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა