აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას უფასო, მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე კომპაქტური განსახლების ადგილზე მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და აფხაზეთის მთავრობის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„აფხაზეთის მთავრობისთვის ძირითად გამოწვევად კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მიმდინარე წელს ჩვენ გავზარდეთ პროგრამული ნაწილის დაფინანსება და დღევანდელი დღეც ამის ნათელი მაგალითია.
დღეს ვიმყოფებით კახეთში, სადაც თელავში მცხოვრებ დროებით დევნილ მოსახლეობას შევხვდით და გავაცანით ჩვენი პროგრამები, რომელიც მათ ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
„ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციურმა ექიმმა სპეციალისტებმა მოსახლეობას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან