“ასეთი ზღვა მე არ მახსოვს. სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!” – რას წერს ექსპერტი?

ექსპერტი იქთიოლოგიასა და მეთევზეობაში არჩილ გუჩმანიძე შავ ზღვასთან დაკავშირებით პოსტს წერს და ფოტოებს აქვეყნებს:
45 წლის ვარ, ერთი ზღვაში არ დავბადებულვარ, თუმცა ლამის ზღვაში გავიზარდე, მაგრამ: “ასეთი ზღვა მე არ მახსოვს”. ამაზე ბევრად მძლავრ შტორმსაც მოვსწრებივარ, უფრო მეტი გამორიყული დრიფტვუდიც მინახია სანაპიროზე, მაგრამ ასეთი სიმღვრიე და ფერი არასოდეს ქონია ამ ზღვას, სპეციალურად გავზომე (ტურბიდომეტრით), თან სამჯერ და თან მდინარიდან შორს – საზღვაო აკადემიის წინ, სიმღვრივე დაფიქსირდა 2560 NTU (მინიმალური,) ასეთი სიმღვრივე შავ ზღვაში არასოდეს და არსად არ დაფიქსირებულა, კახოვკის კაშხალი რომ აააფეთქეს მაშინაც, 2650 NTU ( რეალურად უფრო მეტია) ლეთალურია ლითორალური ცენოზების ბინადრების უმრავლესობისთვის. სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია. ეს შედეგია არა მხოლოდ წვიმების და შტორმის – წვიმებიც და შტორმიც, ამაზე ბევრად ძლიერი სულ იყო და იქნება, ესაა შედეგი ფაქტობრივად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუაზრებელი მოპოვების.სანამ დროა ეს უნდა გაჩერდეს!” – წერს გუჩმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს ბრიფინგს, რომელიც ჩავატარე. მე ჩავთვალე თავი ვალდებულად საზოგადოების წინაშე, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში

თაზო დათუნაშვილი – ივანიშვილი არის განრისხებული, მას ვეღარ ატყუებენ, რომ რაიმეს დალაგებას მოახერხებენ და კობახიძემ მლიქვნელობის სესია ჩაატარა, 24-ჯერ ახსენა ივანიშვილი – კობახიძე წინამორბედს ციხეში გვერდით უნდა მიუჯდეს