“ასეთები არიან – “დაუბანლები” ეთიკურადაც” – რა ვიდეოს აქვეყნებს ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, , აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.
დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტური პროპაგანდისტია, სუსის ელფერით. თემა ისეთია, რომ საშვილიშვილოდ პოზიციონირება მინდა, მინდა არავის შეეშალოს, ჩემს შვილთაშვილსაც კი – რომელ მხარეს ვიყავი არაბეთ ს ომში. საუკეთესოდ ამ ამოცანას მათ ბუდეში შევარდნით მივაღწევდი – ამიტომ ულაპარაკოდ დავთანხმდი. მივედი ხილიანზე რაღაც სარდაფში – ვერ ვაგნებდი, მანქანაში ჩავისვი ეს ვიღაც ლუკა და მომაძებნინა – იქ კიდევ ორი თავრიჯგვინა დამხვდა. ვილაპარაკე ერთი საათი – ავტორი თან ცოტა მოხიბლული, მაგრამ თან ანერვიულებული იყო, ჩემი პოზიციის გამოხატვაში ხელი ვერ შემიშალა – სცადა რაღაც არარსებულ ფაქტებზე კამათში გადაყვანა, მაგრამ არ გამოუვიდა. თან მაგრად ვიცინე – დავტუქსე, თუ ამ თემის ისტორიკოსი და მკვლევარი არ ხარ, ასეთ დეტალებში შესვლას რატომ აკადრებ მაყურებელს მეთქი და მკვლევარი ვარო, სამეცნიერო კვლევის ავტორიო (კვლევა გამოვაგზავნინე და შეიძლება დაიხრჩოთ სიცილით, უბრალოდ სანამ “სამეცნიერო ჟურნალში” გამოქვეყნდება, დავპირდი რომ არ გავუსაჯაროვებ). ცოდნა ცოდნად – ნუ ვიცინეთ, რა მოხდა. მაგრამ საქმე სხვა რამეშია. “ჰამასის ჩუსტობა” არის მენტალური მდგომარეობა რომელიც ადამიანის საქციელსაც განსაზღვრავს. აი ასეთი “სუნიანები” არიან მთელ პოდკასტს რომ ვერაფერი უქნა ადგა, მასალა მთლიანად დაჩეხა და ნახევარწამიანი კადრები გადააბა ერთმანეთს ზუსტად ამას ვგულისხმობ ცივილიზაციურ ომში. ასეთები არიან – “დაუბანლები” ეთიკურადაც.
P.S. დავპირდი რომ კიდევ მივალ.
http://

ასევე დაგაინტერესებთ