კი ევროპას, არა რუსულ კანონს! – რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ – რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად რესპუბლიკის მოედანზე ათასობით მოქალაქეა შეკრებილი.
ცოტა ხანში აქციის მონაწილეები მარშით პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.
პარლამენტმა უმრავლესობის მხარდაჭერით რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ხვალ, 29 აპრილს დილის 9 საათზე რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. ამავე დღეს საღამოს კი „ქართული ოცნება“ პარლამენტთან რუსული კანონის მხარდასაჭერად კონტრაქციას გამართავს.
რაც შეეხება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს, გარდა დღევანდელი დღისა, აქცია გაიმართება ხვალ, 29 აპრილს ვაკის პარკში და ზეგ, 30 აპრილს, პარლამენტთან.

ასევე დაგაინტერესებთ