“არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი” – ხმაური ბიუროს სხდომაზე

რუსული კანონის ინიცირება ბიუროს სხდომაზე იწყება. ბიუროს სხდომას ს ნაცვლად გიორგი ვოლსკი უძღვება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება.
ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ კითხვები სამთავრობო გუნდთან – აინტერესებთ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.
პარტია “საქართველოსთვის” “აგენტების კანონის” საპირწონედ პარლამენტში ორ კანონპროექტს აინიცირებს. პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ეს დოკუმენტი “არც იარლიყების მიწებებას ითვალისწინებს” და “საჭიროზე მეტ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს”.
ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს ორ კანონში: ერთი გრანტების მიღების წესს ეხება, მეორე კი – ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ანგარიშგებას. პარტიამ “საქართველოსთვის” “აგენტების კანონის” კიდევ ერთი ალტერნატიული პროექტი რამდენიმე დღის წარადგინა. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ლილუაშვილის თქმით, ანა ბუჩუკური, რომელიც ალტერნატიული კანონპროექტის ავტორია, არ დაუშვა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე, რის შემდეგაც მ ნება დართო ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომაზე შესვლის.
ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართა ვოლსკის, რატომ იქნება ამ კანონოპროექტის განხილვისას წამყვანი კომიტეტი იურიდიული და არა ევროინტეგრაციის.
არ უნდა დარეგისტრირდეს ანტიევროპული, რუსული კანონი,” – ამბობს .
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ოცნების” წარმომადგენლებს შეახსენეს წინა წელს გაცემული დაპირება, რომ ისინი კანონპროექტს აღარ დაარეგისტრირებდნენ პარლამენტში, თუმცა ერთი წლის თავზე მმართველმა პარტიამ პირობა დაარღვია.
ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ