ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არ ვიცი, გვარამიას ნათქვამი რეალურია თუ არა, თუმცა კობახიძე იქნება თუ სხვა, ივანიშვილის ძალაუფლებას თუ დასჭირდა, ნებისმიერი შეიძლება "ჩარეცხოს""

"არ ვიცი, გვარამიას ნათქვამი რეალურია თუ არა, თუმცა კობახიძე იქნება თუ სხვა, ივანიშვილის ძალაუფლებას თუ დასჭირდა, ნებისმიერი შეიძლება "ჩარეცხოს""

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მის შე­თა­ვა­ზე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან სიგ­ნა­ლე­ბი მი­ი­ღეს. გვა­რა­მი­ამ სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც წამ­ყვან­მა კი­თხვა და­უს­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მის თა­რი­ღის - 25 ნო­ემ­ბრის - და­სა­ხე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"მსგავ­სი რამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ვერ გა­და­არ­ჩენს, თუ არა­და, ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს მო­ვუყ­ვე­ბით, რო­გორ გა­მო­დი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ჩვენ­თან პი­რა­დად იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კო­ბა­ხი­ძე სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცია თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. ახლა კო­ბა­ხი­ძეს ვიდ­რე არ მოჰ­ბეზ­რდე­ბა, იქამ­დე ატა­როს მთავ­რო­ბის სხდო­მე­ბი. რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არ იქ­ნე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თა­დერთ სა­კი­თხზე - ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ბა­რე­ბა, კო­ბა­ხი­ძე არა­ვის არ აღელ­ვებს, სა­ი­და­ნაც გინ­და, იქი­დან აა­ორ­თქლოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა“, - თქვა ნიკა გვა­რა­მი­ამ და და­ა­მა­ტა, რომ "არა­ვი­თა­რი ვაჭ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა".

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის­თვის უც­ნო­ბია, თუმ­ცა იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ დას­ჭირ­და, ის ნე­ბის­მი­ერს "ჩა­რე­ცხავს“.

"არ ვიცი, გვა­რა­მი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, ამა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვის­თა­ვად, ბი­ძი­ნა რომ ყვე­ლა­ფერს ეც­დე­ბა, ყვე­ლას გა­წი­რავს, სა­ერ­თოდ რომ არ თვლის ადა­მი­ა­ნე­ბად, კო­ბა­ხი­ძე იქ­ნე­ბა თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი, მის ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ დას­ჭირ­და, ნე­ბის­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა "ჩა­რე­ცხოს". არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, რო­დე­საც მას ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო ასე­თი შე­წირ­ვე­ბი გა­უ­კე­თე­ბია, დას­ჭირ­ვე­ბია და მერე ისევ უკან და­უბ­რუ­ნე­ბია. აქ მარ­ტო კო­ბა­ხი­ძე­ში ხომ არაა პრობ­ლე­მა? ამი­ტომ გა­სა­გე­ბია, რომ ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ზე არც არა­ვინ და­თან­ხმდე­ბა. ძა­ლა­უფ­ლე­ბის ანა­ტო­მია გა­სა­გე­ბია, პრობ­ლე­მა არის სის­ტე­მა­ში და სის­ტე­მის თავ­ში არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი - თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლი.

კო­ბა­ხი­ძეს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და თვი­თონ არის მი­სა­ხე­დი, ის არც არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას არ წარ­მო­ად­გენს, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა თუ არა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ამით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

მან­კი­ე­რე­ბის სა­თა­ვე სხვა­გან არის. მე ამ თე­მა­ში ღრმად არ შე­ვი­დო­დი, არ ვიცი ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რია თუ არა და და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის კე­თე­ბა არ მგო­ნია მთლად სწო­რი იყოს. დაშ­ვე­ბე­ბით სა­დამ­დე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ, რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ცოტა გვაქვს თე­ო­რი­ულ დის­კუ­სი­ებ­ში რომ არ შე­ვი­დეთ?

ახლა ოპო­ზი­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის პრო­ტეს­ტის ერთ-ერთი ფორ­მა. იმ დროს, რო­დე­საც გაქვს იმის გან­ცდა, რომ არ­ჩე­ვა­ნი წა­გარ­თვეს და ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია მოხ­და, რა თქმა უნდა, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა ლე­გი­ტი­მუ­რი ფორ­მაა, თუმ­ცა მის ორ­გა­ნი­ზე­ბას საკ­მა­ოდ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა, რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. თავს შე­ვი­კა­ვებ წი­ნას­წარ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­ზე, რა გა­მო­ვა და რო­გორ იქ­ნე­ბა, უნდა მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა.

დღეს ჩი­ხია და იქი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩიხ­ში რო­დე­საც შე­დი­ხარ, მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მი­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა იქი­დან გა­მოს­ვლა. რო­დე­საც გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ორი მან­ქა­ნა ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დგე­ბა და გვერ­დის ასაქ­ცე­ვი არ არის, ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტია ორი­ვემ უკან და­ი­ხი­ოს, რა­ღაც მა­ნევ­რი მო­ი­ფიქ­რონ ერ­თად, ცალ-ცალ­კე ვე­ღა­რა­ფერს იზა­მენ.

კომ­პრო­მისს ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ცოტა სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ, მას იმი­ტომ არ უმა­მა­ძაღ­ლია ასე ძა­ლი­ან, რომ ად­გეს და დათ­მოს, მის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია.

ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მის­გან დათ­მო­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი. ბი­ძი­ნა აღი­ა­რებს მხო­ლოდ დიდ ძა­ლას, იმა­ზე დიდს, რო­მელ­საც თვი­თონ ფლობს. ამ ძა­ლის ფორ­მი­რე­ბა თუ მოხ­და, ამა­ზე სჯობს, მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ".

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.