“არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას არ მიეცემა საქართველოში არეულობის მცდელობის საშუალება” – კალაძე

დედაქალაქის მერმა, მ მედიასთან ს განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ეცდება საქართველოს 2024 წლის არჩევნებში ჩარევას, დააკომენტარა და თქვა:
„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არცერთ ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და არეულობის მცდელობა ჰქონდეს. სხვათა შორის, ამის მაგალითი გვქონდა 2020 წლის არჩევნებზე. კონკრეტულად გვახსოვს ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) პარალელურ დათვლებს აყალბებდა. თუ გავყვებით ამ ამბავს, ვნახავთ საიდან ფინანსდებოდნენ, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არჩევნებზე დაძაბულობის შემოტანის შესაძლებლობა არავის მიეცემა. ხელისუფლების ცვლილებას არაკანონიერი გზით ვერავინ მოახდენს. ხელისუფლებების ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და ხალხის გადაწყვეტილებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …