არქივი11 სექტემბერი, 2024, 15:32
“არც მოინდომებს და რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს” - რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

რომან გოცირიძე ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
“კალაძე და კობახიძე ურეკავენ ვიდეოზარით ხვიჩა კვარაცხელიას, ულოცავენ გამარჯვებას, ამას ჩუმად იღებენ კამერით და ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს. "კვარა" არასდროს გახდება ქოცი. არც მოინდომებს და რომც მოინდომოს, ამას ვერ შეძლებს.
საპარლამენტო სიის ასაკი რომ მოუწევს, "ქოცობა" კარგა ხნის გადაშენებული იქნება." - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.