არჩილ თალაკვაძე მელია-გვარამიას „ახალზე“ – ეს არის ძველი, ძალიან ცუდი ძველი – მელიას და გვარამიას „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებიდან მიაქვთ აგურები და პატარ-პატარა, 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ

სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სა და ს გაერთიანებას.
თალაკვაძის თქმით, მსგავსი პარტიები იმიტომ ყალიბდება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია დაშლის საბოლოო ფაზაშია და “ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.”
“სინამდვილეში არაფერი ახალი. ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თუ თქვენ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი.
რაც შეეხება, რატომ შედგა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში და ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ.
როგორც ითქვა და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა “ახალი”, ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ