“არა რუსულ კანონს!” – რეგიონებში საზოგადოებრივი განხილვები დაიწყო

რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული კანონი რუსული, როგორ აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და რა დამატებით საფრთხეებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება.
დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
პირველი შეხვედრა დღეს, 24 აპრილს, ქუთაისში ჩატარდა.მეორე შეხვედრა გაიმართება ხვალ, 25 აპრილს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან. მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, გაიმართება ბათუმში. მონაწილეები ამბობენ, რომ დაგეგმილია შეხვედრები სხვა ქალაქებშიც.
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.
ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 21 აპრილსაც, 19:00 საათზე.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
ამავე თემაზე:
· „არ გაიხსნას მოლაპარაკებები“ | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი

ასევე დაგაინტერესებთ